Friday, May 27, 2016

პროექტი

პროექტის სახელწოდება:    ქართული სამზარეულო

პროექტის მთავარი იდეა:   მოსწავლეები უკეთესად გაეცნობიან ქართულ სამზარეულოს მრავალფეროვნებას  კუთხეების მიხედვით;

პროექტის აქტუალობა:  ამ სასწავლო პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს გაუღვივებს ინტერესს ქართული  ტრადიციებისა და კულტურის მიმართ;

პროექტის მიზანი:    მოსწავლეებს განუვითარდებათ მოძიების, თანამშრომლობის, საკუთარი ქვეყნის კულტურის შეცნობის უნარები; გაიწაფებიან ისტ-ს საშუალებების გამოყენებაში.

მოსწავლეთა ასაკი:    11-12 წელი;

ვადები/ხანგრძლივობა:  1 თვე;

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:   მოსწავლეები თანატოლებს გაუზიარებენ თავიანთ ნაშრომს და შეძლებენ დააინტერესონ თანატოლები ქართული სამზარეულოთი;

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:   კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, პროექტორი.

პროექტის მსვლელობა (ძირითად აქტივობები):
1. შევარჩევთ საპრეზენტაციო  თემას და დავსვამთ მნიშვნელოვან კითხვებს;
2. დაიყოფებიან ჯგუფებად, ისეთი შერჩევით, რომ ყველა ჯგუფში იყოს ყველა დონის მოსწავლე;
3. გავარკვევთ თითოეული მოსწავლის ფუნქციებს და მოვალეობებს, ავირცევთ ჯგუფის ლიდერს;
4. აირჩევენ სამზარეულოს კუთხეების მიხედვით;
5. აქტივობებს გამოვიყენებთ შემდეგი თანმიმდევრობით: მასალის მოძიება, საუკეთესო და გამოსადეგი მასალის შერჩევა, ტექსტზე მუშაობა, მოპოვებული ინფორმაციის აზრობრივად დალაგება.
6. მოამზადებენ პრეზენტაციას.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.


ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.

ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის

პროექტის ხელმძღვანელი: ისტ-ს მასწავლებელი ნათია სიკინჭალაშვილი   natiasikinchalashvili@gmail.com

შეფასება: იხ.რუბრიკა